მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კვლავ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ Instagram გვერდზე გავრცელებული პოსტიდან ვიგებთ.
როგორც გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, თერთმეტ პროფესიონალ მოცეკვავეს შორის ერთ-ერთი სალომეა, რომელიც საცეკვაო მოედანზე შთაბეჭდილების მოსახდენად და ეპიკური თავგადასავლებისთვის მზად არის.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის ვინ იქნება სალომე ჭაჭუას მეწყვილე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ სალომე ჭაჭუას მიერ, ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შესრულებული ნომრები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
ვიდეო: სალომე ჭაჭუა ირლანდიელ მეწყვილესთან ერთად – ცნობილი მოცეკვავე ცეცხლოვან კადრებს გვიზიარებს