მოდელმა ანა შელიამ ახლახან “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის ფეხმძიმედაა. მან და მორაგბე ლაშა ლომიძემ ერთი წლის წინ იქორწინეს და ახლა პირველ შვილს ელოდებიან. ორსული ანა არაჩვეულებრივად გამოიყურება და სოცქსელში უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ანა სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” დამფუძნებლის ლიკა კვარაცხელიას და ფეხბურთელ მურთაზ შელიას უფროსი ქალიშვილი გახლავთ. ანას თავადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა საზღვარგარეთ, როგორც მოდელს და “რალფ ენდ რუსოს”, “ეტამის” და სხვა ბრენდების ჩვენებებზე გამოსულა.