„მოდერნას“ მიერ შექმნილმა ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შტეფან ბანკელის ინფორმაციით, კვლევა 12-დან 17 წლამდე მოზარდებში ჩატარდა.
12-15 წლის მოზარდებში ვაქცინამ 100 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა: კომპანია “ფაიზერი”
„მოხარულები ვართ შუალედური კვლევის შედეგებით. ანალიზის მიხედვით, ვაქცინა მოზარდებში ვირუსის წინააღმდეგ 96 პროცენტითა არის ეფექტური და მას სერიოზული უკუჩვენებები არ მოჰყოლია“, – აცხადებს შტეფან ბანკელი.
ამ დროისთვის „მოდერნას“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.