LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა! – გიორგი კეკელიძე მიმდინარე აქციებზე

410
12932711_1021000067959230_6802852786069590503_n

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს ეხმიანება. კეკელიძე წერს, რომ იმის მიუხედავად, იზიარებს თუ არა ახალგაზრდების პათოსსა და მოთხოვნებს, მოსწონს მათი საქციელი.

„შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ქუჩაში დგას – მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლო-მახლო.

ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც – ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს – ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი ნიშანი. ცოდნამდე და თავისუფლებამდე მისასვლელი გარდაუვალი გზა.

კლასიკური აზრით მე პოლიტიკა არ მიზიდავს – არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება – კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა – აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ როცა თუნდაც ჩვენი მომავლის მცირე ნაწილი გამოვა და ის საშინელი ფრაზა უცებ მიედევნება : ” ეჰ, რა თაობა მოდის!”

მე აუცილებლად და ხმამაღლა ვიტყვი:

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!“ – წერს გიორგი კეკელიძე.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები