LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდით 9 მაისს, 7 საათზე, რიყეზე, ევროპის მოედანზე, ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად…“ – მწერლები და გამომცემლები

107
მწერლების და გამომცემლების მიმართვა

„9 მაისი ევროპის დღეა. მოდით 9 მაისს, 7 საათზე, რიყეზე, ევროპის მოედანზე, ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!” – ამის შესახებ ნათქვამია მწერლებისა და გამომცემლების მიმართვაში.

მწერლები და გამომცემლები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ 9 მაისს „ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად” გავიდნენ.

მათი თქმით, „ქართული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია, ღირებულებების დაცვა კი ქვეყნის დაცვას ნიშნავს”:

⭕💬 „დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე – 9 მაისს, 19:00 საათზე. მანამდე, 17:00 საათიდან, ევროპის მოედნისკენ მსვლელობები…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ოთხშაბათი, 07 მაისი, 2025

„ევროპა ჩვენთვის არის თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა.

ევროპა ჩვენთვის ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვას, მრავალფეროვნების, უმცირესობების პატივისცემას, გამოხატვის თავისუფლებას.

ევროპა ჩვენთვის ნიშნავს განათლებისა და დასაქმების თანასწორ და ღირსეულ შესაძლებლობებს, მაღალი ხარისხის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, ღირსეულ პენსიას.

ევროპა ჩვენთვის ნიშნავს სამართლიან სასამართლოს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი განვითარებისა და წინსვლის უდიდესი მხარდამჭერია.

ევროპა არის კულტურული სივრცე, რომელსაც საქართველო მუდამ ეკუთვნოდა. ქართული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია, ღირებულებების დაცვა კი ქვეყნის დაცვას ნიშნავს.

9 მაისი ევროპის დღეა. მოდით 9 მაისს, 7 საათზე, რიყეზე, ევროპის მოედანზე; ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!”, – აცხადებენ მწერლები და გამომცემლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g