რა უნდა მივიღოთ საუზმეზე, რომ მთელი დღე არ გვშიოდეს და არ „ვიცმუცნაოთ“, სასარგებლოა თუ არა საუზმეზე შვრიის ფაფა?
ფიტნეს ტრენერი, კვების სპეციალისტი, სანდრო გოგოხია ვიდეომიმართვაში თავის გამომწერებს გავრცელებული საუზმის, შვრიის ფაფის შესახებ აწვდის ინფორმაციას.
„რა უნდა მიიღო საუზმეზე, რომ მთელი დღე არ გშიოდეს და არ იცმუცნაო? დილით საუზმეზე ცილა და უჯრედისი საუკეთესოა და ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ მოდით ვისაუბროთ შვრიის ფაფაზე, რომელიც ბევრი ადამიანისთვის საყვარელი საუზმეა. რაც უფრო მალე მზადდება მსგავსი კერძი, მით უფრო გადამუშავებულია პროდუქტი, შესაბამისად ორგანიზმი მალე აითვისებს და მალე მოგშივდებათ. შვრიას თუ დაუმატებთ ყველს, ცხიმიც და ცილაც ექნება და გახანგრძლივდება სისავსის შეგრძნება. თუ შვრია ხილით მოგწონთ, მაშინ თხილეულიც დაამატეთ, რომ ცხიმი და უჯრედისიც მიიღოთ და დანაყრების შეგრძნება უფრო დიდხანს გაგყვეთ“, – ამბობს კვების სპეციალისტი.