LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძალადე ჯგუფის მიერ დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია

87
თავდასხმა ტურისტზე

ჰომოფობიური ჯგუფის წევრების მიერ დაჭრილი პოლონელი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობების გამო ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილური იყო და მას მერე არ გაუარესებულა.

პოლონეთის მოქალაქეს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი დაესხა თავს და გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

თვითმხილველების თქმით ბრუტალური თავდასხმის მიზეზი საყურე გახდა. დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავის ოჯახის ვერსიით, მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება. დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

magti 5g