LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობის თეატრში შექსპირის დაბადებისდღისადმი მიძღვნილი საპრემიერო ჩვენება შედგება

132

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში, მოძრაობის თეატრი  უილიამ შექსპირის დაბადების დღეს  მისი პიესის, „ქარიშხლის“ პრემიერით აღნიშნავს.

საპრემიერო ჩვენებები 8-დან 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„ქარიშხალი“სამგანზომილებიანი პროექციისა და მულტიპლიკაციის გამოყენებით გაცოცხლდება. 8 ოქტომბერი ,ასევე, მოძრაობის თეატრის დაბადების დღეა.

უილიამ  შექსპირის უკანასკნელი პიესა მოძრაობის თეატრში უსიტყვოდ, საჰაერო აკრობატიკის, ფიზიკური თეატრისა და საბრძოლო ხელოვნების ელემენტების გამოყენებით  გათამაშდება.

სპექტაკლის რეჟისორი – იოსებ ბაკურაძეა, მონაწილეობენ: ანა თალაკვაძე, ლაშა რობაქიძე, ბექა პაიკიძე, ელიზბარ ჩხეიძე, ლევან ქარჩილაძე, სალომე ქავთარაძე, ნიკოლოზ გოგიძე, უჩა მჟავია.სპექტაკლისთვის ორიგინალური მუსიკა თეატრის კომპოზიტორის სანდრო ნიკოლაძის მიერ შეიქმნა.

საპრემიერო ჩვენებები: 8, 9, 15 და 16 ოქტომბერი – 20:00 სთ-ზე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g