21 დეკმბერს ჯეინ ფონდას 83 წელი შეუსრულდა. თუმცა, მსახიობი არაფრად აგდებს ასაკს და თვლის, რომ ახლა უფრო ბედნიერია, ვიდრე ახალგაზრდობაში. გთავაზობთ უბერებელი ფონდას ჯანსაღი ცხოვრების რამდენიმე მთავარ წესს მარადიული ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
მოერიდეთ დიეტას – ფონდა დარწმუნებულია, რომ დიეტას არასდროს მოაქვს სიკეთე, რადგან ხანგრძლივ თავშეკავებას აუცილებლად „აფეთქება“ მოჰყვება და ადამიანი რამდენიმე დღეში ინაზღაურებს თვეების მანძილზე სიმწრით დაკარგულ კილოგრამებს. მსახიობი თვლის, რომ საჭიროა ოპტიმალური წონის დადგენა და მუდმივად მის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
არავითარი ფასტფუდი და ნაკლები ტკბილეული – ყველამ კარგად იცის, რომ წონის დასაკლებად სწორად კვებაა საჭირო. ფონდა არასდროს მიირთმევს ფასტფუდს, რადგან მისი მენიუ მხოლოდ ბოსტნეულისგან, უცხიმო თევზისგან ან ხორცისგან, ზღვის პროდუქტისა და სალათისგან შედგება. მსახიობი მაქსიმალურად ერიდება მარილიან საკვებს, მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთევს დესერტს, შიმშილის გრძნობას კი, თხილით ან მზესუმზირით იკმაყოფილებს.
უარი ყავას და ალკოჰოლს – თანამედროვე მოდელების მსგავსად, ფონდამ არა მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელზე, არამედ ყავაზეც უარი თქვა, რადგან კოფეინი ემოციურ არასტაბილურობას იწვევს და ნეგატიურად მოქმედებს სახის კანზე.
ფერადი საკვები – ფონდა დარწმუნებულია, რომ ყოველდღიური მენიუ აუცილებლად რამდენიმე ფერის საკვებს უნდა აერთიანებდეს, რადგან მხოლოდ ასე მიიღებს ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს.
საუკეთესო პლასტიკური ქირურგი – სპორტია – მართალია, კარიერის მანძილზე მსახიობს მრავალჯერ მოუხდა გრიმის გაკეთება, მაგრამ მისი კანი მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურება, რაც პირველ რიგში აქტიური ცხოვრების წესის დამსახურებაა, რადგან მხოლოდ ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას შეუძლია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და კოლაგენის გამომუშავება, რომელიც ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს კანს.
არავითარი სმუსნაობა – მსახიობის მტკიცებით მხოლოდ მოშიებულზეა საკვების მიღება გამართლებული და არა მთელი დღე სმუსნაობა, რაც აუცილებლად ჭარბი კილოგრამების დაგროვებას იწვევს.
აერობიკა – „აერობიკის დედად“ წოდებული ფონდას კარიერა სწორედ ფიტნესმა გადაარჩინა. 1978 წელს „ჩინური სინდრომის“ გადაღებებზე მსახიობმა ფეხის ტრავმა მიიღო და მხოლოდ აერობიკის ინსტრუქტორის ლენი კეზდანის წყალობით დააღწია თავი გართულებებს. ფონდა ისე ძალიან მოიხიბლა დისკო-მუსიკის ფონზე ჩატარებული ვარჯიშებით, რომ მალე საკუთარი სტუდია გახსნა, რომელმაც არნახული კომერციული წარმატება და ჰოლივუდის „ფიტნეს-გურუს ტიტული მოუტანა.
იდეალური ვარჯიში – ფონდა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ვარჯიში აუცილებლად სამ მთავარ კომპონენტს – აერობიკას, ძალისმიერ ვარჯიშებს და კუნთები ე.წ. გაჭიმვას უნდა აერთიანებდეს, ვარჯიშები კი, კვირაში სამჯერ, მინიმუმ ნახევარი საათი უნდა გრძელდებოდეს.