LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოეშვით პატრიარქის არჩევნებს – უხერხულია, საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტს

190
ანდრია ჯაღმაიძე ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა: „მოეშვან პატრიარქის არჩევნებს“.

„კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია. საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი და ადამიანებს არ აცდით გლოვას“, – უპასუხა ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს კითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეუფე ესაიამ [ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი] კანდიდატურა მეუფე შიოს [საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე] სასარგებლოდ მოხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g