LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოეწყობა საზეიმო მსვლელობა“ – 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

105
მსვლელობა

საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება და სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.

„როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

🔸 მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

🔸 ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – წერია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

📍 ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ 17 ᲛᲐᲘᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ 🔸 როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის…

Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on პარასკევი, 09 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g