LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელი 1 ივლისიდან ამოქმედდება

66

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გაცხადებით, საგადასახადო რეფორმების ფონზე ბიუჯეტის შემოსავლები 400 მილიონი ლარით შემცირდება, რასაც მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით დააბალანსებს.

“განვიხილეთ მთავრობის სხდომაზე და წარვადგენთ პარლამენტში კანონპროექტი. თუ კომპანიები მოგების გადასახადს არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა ის სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში, კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის. ამასთან, დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელს, მაგალითად მეწარმე ფიზიკურ პირებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, მაგალითად, სსიპ-ები და არასამთავრობო სექტორი. შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც მან აღნიშნა, შენარჩუნდება პროცენტზე, როიალტზე და დივიდენდზე არსებული განაკვეთები. საწარმოს მოგების გადასახადისთვის საანგარიშო პერიოდი გახდება ერთი თვე და აღარ იქნება ერთწლიანი ვადა, შესაბამისად, კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გადასახადს, თუ ამ ერთი თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს.

მისივე თქმით, მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის-მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება; განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და ის გადახდები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g