LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურებმა იტალია მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ქვეყანად დაასახელეს

174
5678

იტალია – ცეცხლოვანი ხალხით, თვალწარმტაცი ხედებით, ტრენდული მოდით თუ ხელოვნების საგანძურით – მოგზაურთა გაოცებას ყოველთვის ახერხებს.

ქვეყანას თავისი ისტორიით თუ სამზარეულოთი იმდენი რამის შემოთავაზება შეუძლია რომ ყველაფრის გამოსაცდელად ალბათ მთელი ცხოვრებაა საჭირო.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი დანიშნულება ყველა მოგზაურის სიაში საპატიო ადგილს უნდა იკავებდეს.

10. ნიდერლანდები

საუკეთესოთა ათეულში შესული ნიდერლანდები, ბავშვების აღსაზრდელად საუკეთესო ქვეყანათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ქვეყანა ქალბატონთათვის საუკეთესო დანიშნულებათა სიაშიც ლიდერია.

9. საფრანგეთი

საფრანგეთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა და გარდა ამისა, კულტურული გავლენების მაჩვენებლითაც სიაში ლიდერია.

8. ამერიკის შეერთებული შტატები

მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანა, ყველაზე გავლენიან სახელმწიფოთა შორისაც ლიდერია.

7. ავსტრალია

ავსტრალია ცხოვრების დონით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, გარდა ამისა, „მარტო სამოგზაუროდ საუკეთესო დანიშნულებათა“ სიაშიც პირველ პოზიციებზეა.

6. შვედეთი

შვედეთი მწვანე სახელმწიფოთა შორის პირველია, გარდა ამისა, შვედებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ყველაზე კარგად აქვთ გათვიცნობიერებული.

5. იაპონია

იაპონია რომ მომავლის ქვეყანაა ამაზე ალბათ არავინ დაობს. ყველაზე დინამიური, ინოვაციური და ტექნოლოგიური.

4. გაერთიანებული სამეფო

მიუხედავად ბრექსიტთან დაკავშირებული სკანდალისა, სახელმწიფო ყველაზე გავლენიანთა შორის მეხუთე ადგილს იკავებს.

3. გერმანია

რეიტინგის სათავეში მოქცევა გერმანიამ გენდერული თანასწორობის და ხელისუფლების ღიაობის დამსახურებით მოახერხა.

2. საბერძნეთი

ქვეყნის დიდი ნაწილი ულამაზესი კუნძულებითაა სავსე და საბერძნეთს განსაკუთრებულ ხიბლს სწორედ ეს ფაქტი სძენს.

1.იტალია

იტალია საბერძნეთან ერთად მსოფლიო კულტურის დაბადების ადგილად ითვლება.

 

ITALY Voted No1 Loveliest Country in The World

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g