LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგზაურობა ამერიკაში“ 30 წლის შემდეგ – მეორე ნაწილის გადაღებები დაიწყო (ფოტო)

1212
edmrph-newsw434355

ფილმში „მოგზაურობა ამერიკაში“ შესრულებული როლი საკულტო აღმოჩნდა ედი მერფისთვის, რომელიც მსოფლიომ აფრიკელი პრინცი აკიმის სახელით გაიცნო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯონათან ლევილი ფილმის მეორე ნაწილზე, ანუ სიქველზე იწყებდა მუშაობას და მასში მთავარ როლებს კვლავ ედი მერფი და არსენიო ხოლი  შეასრულებდნენ.

ამჯერად კი გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს პირველ კადრებს გადასაღები მოედნიდან. კადრებიდან ჩანს 58 წლის ედი მერფი, რომელიც ისევ აფრიკელი პრინცის სამოსშია გამოწყობილი და ფილმის ერთ-ერთ სცენას იღებს. კადრებში ასევე ჩანს თავად არსენიო ჰოლი. ცნობილია, რომ სიქველი ამჯერად ედი მერფის გმირის, პრინცი აკიმის ვაჟისა და მისი ამერიკაში მოგზაურობის ამბავზე გვიყვება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g