LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოიხსენით ყურსასმენები და ჩაეხუტეთ ადამიანებს,” – კიანუ რივზის ბედნიერების რეცეპტი

84

როგორ ვიყოთ ბედნიერები – კიანუ რივზი „ფეისბუქზე“ ბედნიერების საკუთარ რეცეპტს წერს და ამბობს, რომ ღრმა დეპრესიიდან რამდენიმე წლის წინ საკუთარი თავის გამოყვანა შეძლო.

„ხედავთ ადამიანებს ჩემ უკან? ისინი სამსახურში მიიჩქარიან და არაფერს გარშემო ყურადღებას არ აქცევენ. ხან ისე ვართ გართული ყოველდღიური  საზრუნავით, რომ გვავიწყდება, ცხოვრების სილამაზით დავტკბეთ. თითქოს ზომბები ვართ. აიხედეთ მაღლა და მოიხსენით თქვენი ყურსასმენები. მიესალმეთ ვინმეს და ჩაეხუტეთ მას, ვისაც სჭირდება. დაეხმარეთ ადამიანებს. იცხოვრეთ ისე, თითქოს ყველა დღე უკანასკნელია.

რამდენიმე წლის წინ დეპრესია მქონდა, ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. დიდი ბრძოლა დამჭირდა, რომ დეპრესიისგან დამეხსნა თავი. ადამიანი, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას, ვყოფილიყავი ბედნიერი, ვიყავი თავად მე. არავის აქვს გარანტირებული ხვალინდელი დღე, ასე რომ – იცხოვრეთ დღევანდელით,“ – წერს კიანუ რივზი.

12390973_972429969460724_5313504821559231192_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g