რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ლოგო გამოაქვეყნა.
“მთავარი არხი – მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!
ps ლოგოს ავტორი Giorgi Gabunia
update: მოიხსნა წარწერა” – წერს გვარამია
ახალი ტელევიზია სახელწოდებით, “მთავარი არხი” რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირეს. როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი თავად იქნება.
სია არ არის სრული და ის პერიოდულად განახლდება
„14 წლიანი ისტორიის დასასრული“ - ვინ ტოვებს რუსთავი 2-ს
„ჩვენ წავედით…რუსთავი 2, რუსთავი 2 დან წავიდა”
ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ “ინტერესთან კონფლიქტის” მოტივით გაათავისუფლა.
კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე.
გვარამიამ განაცხადა, რომ მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.