LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოიწვიე ფინედუ კლასში“ – საქართველო დაზოგვის მსოფლიო დღის აღსანიშნად ემზადება

107
ფინედუ

31 ოქტომბერს დაზოგვის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი ისტორია 1924 წელს იტალიის ქალაქ მილანში იწყება. ამ დღის მიზანი მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისებაა.

საქართველო ამ თარიღის აღნიშვნას 2012 წლიდან უერთდება და მას სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს.

წლევანდელი აქტივობები ეროვნული ვალუტის – ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესაც ეძღვნება. სწორედ ამიტომ, პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან: ვიზიტები 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადების დღეს დაიწყება და გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე, დაზოგვის მსოფლიო დღემდე. ფინედუს დესპანები V-XII კლასების მოსწავლეებისათვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით სახალისო და გამორჩეულ აქტივობას ჩაატარებენ.

პროექტში „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ჩასართავად და მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

იჩქარეთ, რეგისტრაცია 12 სექტემბერს, 16:00 საათზე სრულდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g