LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკავშირეები საქართველოს სანქციების რეჟიმიდან გადახვევას არ აპატიებენ: გრიგოლ ვაშაძე

469
vasaze

არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია – მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრორუსული არ არის, მაგრამ ამავე დროს, არც ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის.

“არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული. ეს ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს. პრორუსული ნიშნავს, რომ მითითებებს ასრულებ და თუ პრაქტიკულ ნაბიჯებს ნახავ, აღმოჩნდება, რომ იმ რუსული მოთხოვნებიდან, რომელიც კრემლის ბინადრებს საქართველოს მიმართ აქვთ, არცერთ ნაბიჯი არ გადადგმულა. სხვა საქმე არის, რომ ევროპულიც არ არის, რადგან, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოდიხარ, იმიტომ რომ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა, როდესაც ამ რეფორმების გატარებაზე უარს ამბობ, ეს არის სრული კატასტროფა. სხვათა შორის, ახლა მე რასაც გეუბნებით, ეს არის ის შეფასება, რაც ჩვენს მოკავშირეებს აქვთ.

ხელისუფლების პოზიცია არის: არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ვეცადოთ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოვიქცეთ რუსეთთან. ამავე დროს, გავაგრძელოთ ის, რაც ევროკავშირს, ნატოს შეეხება. არავითარ შემთხვევაში არ გავუხსნათ რუსეთს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, არავითარ შემთხვევაში არ შევანელოთ დასავლეთისკენ ჩვენი სვლა, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა, იმის გარეშე, რასაც მოკავშირეები გთხოვენ და გეუბნებიან, რომ ეს სპეციფიკურად შენ მიმართ წამოყენებული მოთხოვნები კი არ არის, ეს ის მოთხოვნებია, რითაც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ყველა სახელმწიფო შევიდა ევროკავშირში… ამიტომ ასე 3-4 სკამზე ერთდროულად დაჯდომა ნამდვილად არ გამოვა.

ძალიან ცუდი განცხადებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებული. არასაჭირო, უდროო, უშინაარსო. მით უმეტეს, რომ შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მშვენიერი ფორმულირება მისცა ხელისუფლებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოკავშირეები საქართველოსთან მუდმივ კავშირზე არიან იმისათვის, რომ საქართველო სანქციების რეჟიმში იყოს მთლიანად ჩაბუდებული. ამის გამეორება იყო უბრალოდ საჭირო. ძალიან უხეში, არადროული და უშინაარსო განცხადება იყო და რაც მთავარია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას უთმობენ სანქციების რეჟიმს და მით უმეტეს, საქართველოს ამ რეჟიმიდან გადახვევას არ აპატიებენ”, – აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი.”,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g