LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოკლავენ ამ დებილს – ძალიან ბევრი იცის!” – სტურუა სააკაშვილზე

1653
სტურუა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში გუშინ, 1 ოქტომბერს დააკავეს, თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად, აცხადებს შიმშილობას და, როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას.

სააკაშვილის დაკავების ფაქტს რამდენიმე პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.

“ფრთხილად: ექს-, თუ მომქმედი პრეზიდენტის დაპატიმრების პრეცედენტი “ყოფილთა” მხარეს ბევრს არ მოეწონება! იქნებ?..
ჩვენ რა გვემუქრებაო!?…

მოკლავენ ამ დებილს – ძალიან ბევრი იცის!
‘აქაც’ ეშინიათ,
‘იქაც’ ეშინიათ!
‘ძალიან იქაც’ კი ღელავენ! ფრთხილად! ენაჭარტალა სულელი არ ააორთქლონ!”,- წერს რობერტ სტურუა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს, სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც სააკაშვილი მის ახალ სიყვარულზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო 30 წლის პოლიტიკოსი უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრია.

რატომ დაშორდნენ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო რამდენიმე თვის წინ – რას წერს წყვილზე რუსული მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g