საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედა ტრაგედიის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
მოკლული გოგონას დედა ამბობს, რომ გოგონა, გაქცევას ცდილობდა, მაგრამ „ქმარი“ ძალით აჩერებდა.
„რამდენიმე დღე მკვლელი სახლთან ტრიალებდა. ბოლოს საწადელს მიაღწია და ძალით გაიტაცა – მანქანაში ჩასვა. ყოველდღე გამოქცევას ცდილობდა. ყველა მცდელობისას იძალადა. ყელში უჭერდა და ახრჩობდა. იძულებით დამწყვდეული ჰყავდა. ჩემი შვილი ეუბნებოდა რომ არ უყვარს და ძალით, იძულებით გათხოვება, 14 წლის ასაკში არ უნდოდა. ტელეფონი წაართვა, როცა ჩემმა შვილმა პოლიციაში დარეკვა სცადა და მოკვლითაც დაემუქრა. როცა გაქცევა კიდევ ერთხელ სცადა, ესროლა და მოკლა.“ – ამბობს მოკლული 14 წლის გოგონას დედა.
საგარეჯოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა