ზვიად კუპრავა სამოქალაქო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც მან დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, საჭიროა შეიქმნას სხვადასხვა პროფესიის ადაიანებისგან ჯგუფი, რომელსაც ზაზა სარალიძე უხელმძღვანელებს. შედეგად კი კუპრავას ინფორმაციით, სწორედ ეს ჯგუფი შეარჩევს ახალი მთავარი პროკურორობის კანდიდატს.
“ის რომ გადადგა შოთაძე არ ნიშნავს რომ ჩამოიშალა სისტემა, შოთაძე იყო ერთი ჭანჭიკი ამ სისტემის. შეიძლება ახლა შემოგვთავაზონ მოადგილეები, ბესელიები ან ვინმე ჩვენ ზაზა გვთავაზობს ასეთი რამეს შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი ზაზა სარალიძის ხელმძღვანალეობით, სადაც შევლენ იურისტები, ექიმები სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები, შევარჩევთ მთავარი პროკურორობისთვის კანდიდატს, წესიერ ადამიანს და წარვუდგინოთ უნდა პარლამენტს და დავანიშნინოთ მთავარ პროკურორად. ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი წინ სისტემის საბოლოო დანგრევისკენ,” – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მისივე თქმით, აქცია რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.
