LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკრძალებული შობა – პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად პირველ საშობაო ბარათს აქვეყნებენ

137
midltnfml2012

წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შობას განსხვავებულად შეხვდება. თუ აქამდე მთელი ოჯახი დღესასწაულს სანდრინგემის რეზიდენციაში ხვდებოდა, წელს დედოფალი მეუღლესთან ერთად უინძორში განმარტოვდება. რაც ეხება პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს, ისინი შობას ანმერ-ჰოლში შეხვდებიან. ამ დრომდე სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს ოფიციალური მასალოცი ბარათი არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, უკვე გამოქვეყნდა კემრიჯების არაოფიციალური მისალოცი ბარათი.

წლევანდელ არაოფიციალურ მისალოც ბარათზე არაა ნაძვის ხე, სათამაშოები და თოვლი. ფოტოზე უილიამი და ქეითი სამ შვილთან, პრინც ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად პოზირებენ: „ვულოცავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს შობას და ახალ წელს“, – ნათქვამია განცხადებში.

ცოტა ხნით ადრე უილიამი და ქეითი პირველად სამ შვილთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ და „ლონდონ პალადიუმის“ თეატრში საშობაო სპექტაკლს დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები