მოლდოვის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მოლდოვა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მისივე თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება რთულია ბევრად უფრო ძლიერი და აყვავებული სახელმწიფოებისთვის.
მინისტრის თქმით, მოლდოვის პოზიცია ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება რთულია ბევრად უფრო ძლიერი და უფრო აყვავებული სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის მეტი ალტერნატივები აქვთ, ვიდრე მოლდოვას.
2014 წლიდან, ყირიმის არაკანონიერი ანექსიის შემდეგ, მოლდოვაში გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის თანახმად, ჩვენ არ შვუერთდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროპულ ან ამერიკულ სანქციებს. ამ ხაზს ვინარჩუნებთ. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ენერგეტიკული სისტემა ზედმეტად მოწყვლადია“, – აღნიშნა მან.