LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვა მზადაა, თავდაუზოგავად იმუშაოს – პრეზიდენტი მაია სანდუ

40
hgjdytj

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ “ტვიტერის” გვერდზე წერს, რომ მოლდოვა მზადაა, თავდაუზოგავად იმუშაოს და და იქონიონ ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი.

„მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი მოლდოვასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ პირობით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ დაწყებული რეფორმების წინსვლისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ და ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ“, – წერს მაია სანდუ.

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს სტატუსის მინიჭების საკითხი.

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g