LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვაში სამი ქულის მოსაპოვებლად მივდივართ-ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია

35

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს სასტუმრო “ჰუალინგში” გამართულ პრესკონფერენციაზე მო ახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩის მთავარი დანიშნულებაა, ფეხბურთელებს დაეხმაროს შეთამაშებულნი შეხვდნენ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს მოლდოვის წინააღმდეგ.

”მოლდოვაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. სხვა ნებისმიერი შედეგი წარუმატებლად შეფასდება.”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა იმ ფეხბურთელებზეც,რომლებიც ნაკრებში არიან გამოძახებულნი: ”დანაკლისები გვაქვს და მათ შესავსებად ის ფეხბურთელები გამოვიძახე,რომლებსაც ვიცნობ და ვენდობი.ყოველთვის ახალ მოთამაშეებს ვერ გამოვიძახებ.” – განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11 ივნისს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჯვაროსნებს გასვლაზე,მოლდოვის წინააღმდეგ ელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები