ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება. რაც შეეხება სხვა სფეროების გახსნას და ტრანსპორტის მოძრაობას, ტიკარაძე ამბობს, რომ ამაზე საკოორდინაციო საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს.
„ვგეგმავთ, რომ 1-ლი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ, უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.