LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოლოტოვის” კოქტეილები და არეულობა ჰამბურგში – სამიტის წინააღმდეგ მანიფესტაცია გრძელდება

91

პოლიცია ცდილობს მოიგერიოს ანტიკაპიტალისტების ჯგუფები, რომლებსაც ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩაშლა სურთ.

მანიფესტაციის მონაწილეებმა სცადეს გადასულიყვნენ სამიტის შენობასთან ახლოს მდებარე „წითელ ზონაში“, რომელიც სამართალდამცველებს აქვთ ბლოკირებული.

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ დილით ცრემლსადენი გაზი, შემდეგ კი – წყლის ჭავლი გამოიყენეს. „სიენენი“ წერს, რომ მანიფესტანტებმა წყლისგან თავის დაცვა ქოლგებით და საწვიმრებით სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სცადეს, არ მიეცათ საშუალება მსოფლიო ლიდერებისთვის, შესულიყვნენ შენობაში, სადაც სამიტის გამართვა იგეგმებოდა.

მანიფესტანტები თავს დაესხნენ პოლიციის მანქანებს, ესროლეს ბოთლები და მაშხალები, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი,

პოლიციამ მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ ჰამბურგ-ალტონას რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დემონსტრაციის მონაწილეები ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს.

 

 

 

magti 5g