2017 წლისთვის თბილისში კიდევ 13 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილია დედაქალაქის იმ უბნებში, სადაც მაღალია სხვაობა მოთხოვნასა და არსებული ადგილების რაოდენობას შორის.
წელს მერია 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 13-ვე ბაღი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის ელემენტები.
