LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში ვაქცინა შეიძლება მზად იყოს 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის: “ფაიზერი”

154
Untitled design (1)

“მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში, “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” მიერ ერთობლივად წარმოებული კოვიდვაქცინა შეიძლება მზად იყოს 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვისაც.” – ამის შესახებ ვაქცინების კლინიკური კვლევისა და განვითარების კომპანია “ფაიზერის” ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ გრაბერმა გუშინ განაცხადა. 

მისი თქმით კომპანია კლინიკურ ცდებს აქტიურად ატარებს. კვლევაში მონაწილეობს 12-დან 25 წლამდე ასაკის 2 259 ადამიანი და უახლოეს მომავალში იგეგმება კვლევის შედეგებისა და უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მონაცემების გაზიარება.

როგორც გრაბერმა აღნიშნა, ვაქცინის მწარმოებლების მიზანია, რაც შეიძლება მალე მიიღონ აღნიშნული ინფორმაცია და გაასაჯაროვონ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისთვისაც (FDA).

“თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო, შეიძლება, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ვაქცინა შემდეგი სასწავლო წლის დაწყებისთანავე მზად იყო.” – აღნიშნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იმის მიხედვით, თუ როგორ შედეგებს აჩვენებს კვლევა, შესაძლოა ვაქცინით აცრა ზრდასრული ასაკის მოსახლეობამაც შეძლოს, რადგან შეიძლება ვაქცინამ ვირუსისგან თანაბრად დაიცვას ორივე ასაკობრივი კატეგორია.

კომპანიაში ამბობენ, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდების აცრა, იქნება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შესაძლებელი გახდება, საზოგადოებამ უფრო მალე მიაღწიოს კოლექტიურ იმუნიტეტს. 

“ფაიზერის” ვაქცინის კვლევის პირველადი შედეგები გასული წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნდა, მაშინ კლინიკური კვლევების მესამე ფაზამ დაადასტურა, რომ ვაქცინამ კვლევაში მონაწილე ადამიანების 90%-ზე დადებითად იმოქმედა.

ვაქცინა, რომელმაც 90%-ზე ეფექტიანად იმოქმედა: პოზიტიური სიახლე კორონას სამყაროში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები