როგორც ცნობილია, პრინცესა დიანას შესახებ ფილმის „სპენსერს“ გადაღებები დასრულდა, რომელშიც პრინცესა დიანას როლს 30 წლის კრისტენ სტიუარტი ასრულებს.
ათწლეულის მსახიობად კრისტენ სტიუარტი დასახელდა
სულ ცოტა ხანი გავიდა და სტიუარტი ახალ კინოპროექტში დაამტკიცეს. დევიდ კრონენბერგი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმზე, „მომავლის დანაშაული“ მუშაობს, სადაც კრისტენს პარტნიორობას ვიტო მორტენსონი და ლეა სეიდუ გაუწევენ.
გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება, ეს ფილმი კი კრონენბერგისთვის 2014 წლის შემდეგ პირველი ნამუშევარი იქნება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.