როგორც ცნობილია, პრინცესა დიანას შესახებ ფილმს „სპენსერს“ იღებენ, დიანას როლს კი 30 წლის კრისტენ სტიუარტი ასრულებს.
პერიოდულად ინტრენეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან ფოტოები ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ სტიუარტი დიანას საოცრად, სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება და მის სტილსა თუ იერს ირგებს.
კრისტენ სტიუარტის საოცარი ტრანსფორმაცია – უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან
ამჯერად კრისტენმა ზუსტად ისეთი პიჯაკი მოირგო, როგორიც პრინცესას 1989 წელს, პორტსმუტში ვიზიტისას ეცვა. მსგავსება მართლაც საოცარია.
ცნობისთვის, ფილმი დიანას ცხოვრების იმ ეტაპს ასახავს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყვიტა. ფილმის პრემიერა 2021 წლის შემოდგომაზე შედგება.