LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომდის ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხნენ“ – რას წერს შოთა დიღმელაშვილი

138
შოთა

მომდის ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება საჯარო სამსახურებში ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან, – ამის შესახებ მოძრაობა “სინ ევროპისკენ” ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით დღეს, 4 საათზე “დედაენის ბაღში” საჯარო შეხვედრა იყო დაგეგმილი.

“ე.წ. ტიტუშკების მსგავსი მობილიზაცია ვიხილეთ რეგიონებში. პროპაგანდის ამოცანაა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ევროინტეგრაციის თემაზე არაა ეროვნული კონსენსუსი და არსებობს ორი სხვადასხვა, დაპირისპირებული, თანაბრად ძლიერი სენტიმენტი. ესეც “ფარდის ახდის” კამპანიის შუქშია განსახილველი.

მოკლედ, როგორც იცით “შინ ევროპისკენ” მოქმედებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტაქტიკით, შესაბამისად არ ჩაებმება პროპაგანდისტულ სცენებზე დადგმულ სპექტაკლში და ამიტომ მოვუწოდებ პოლიციას დაიცვან საჯარო დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მობილიზებული თავდამსხმელებისგან.
და აგრეთვე, გამოცდილება მეუბნება, რომ რაც უფრო მეტნი ვართ ჩვენ, მით ნაკლები რისკია პროვოკაციები მოხდეს, ამიტომ ყველას გეპატიჟებით ჩვენს მშვიდ დისკუსიაზე. ახლა თუ არ დავიცავით სტუდენტები ჩაგვრისგან, მერე ნუღარ გაგვიკვირდება მათი ნიჰილიზმი. გელით დედა ენის ბაღში 4 საათზე. დროებით” – წერს დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g