LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი ირაკლი ნოზაძე სავარაუდოდ, ორმა ქალმა დაჭრა

101

ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო სავარაუდოდ, ორმა ქალმა დაჭრა. ამის შესახებ თვითმხილველები “რუსთავი 2”-თან  საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძეს ორმა ქალმა მანქანით მოაკითხა, რომლებიც უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ და სახლიდან ჩამოსვლას სთხოვდნენ. მათივე ცნობით მალევე დაჭრილი პიკასო მანქანიდან გადმოვიდა და დახმარება ითხოვა.

შეგახსენებთ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე მოხდა. მომღერალს ჭრილობები გულმკერდის და ყელის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომღერლის მეგობრები დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ვერსიებზე ვერ საუბრობენ.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები