LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

694
temur tsiklauri

ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერალი, თემურ წიკლაური გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მისი ოჯახის წევრისგან ვრცელდება. ანდრო გოგიბედაშვილი, მომღერლის შვილიშვილი წერს ამის შესახებ.

თემურ წიკლაური თვეზე მეტია, გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო რეანიმაციაში მკურნალობდნენ. მის მკურნალობაში ქართველებთან ერთად, გერმანელი ექიმებიც იყვნენ ჩართულები. ახლობლები მისი გამოჯანმრთელების იმედს ბოლომდე არ კარგავდნენ, თუმცა სამწუხაროდ, მომღერლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თემურ წიკლაური 1946 წლის 22 იანვარს დაიბადა. ბოლო დაბადების დღეს ის საავადმყოფოში შეხვდა. რამდენიმე დღის წინ თემურ წიკლაურს 75 წელი შეუსრულდა…

რადიო ჰოლდინგი ,,ფორტუნა” უსამძირებს მომღერლის ოჯახს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g