17 ივლისს, მომღერალ მარიკა თხელიძისა და მისი რჩეულის, “ქართული ოცნების” დეპუტატის გიორგი მანველიძის ქორწილი გაიმართა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო/ვიდეო კადრებიდან ირკვევა, წვეულებაზე მასპინძლებმა და სტუმრებაც კარგად მოილხინეს. პატარძალმა მეგობრებთან: ნინი ქარსელაძესთან და თიკა ჯამბურიასთან ერთად იმღერა.
წყვილისთვის ეს მეორე ქორწინებაა, გიორგის პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, მარიკას – ვაჟი.