LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხდარი ტრაგედია საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო

90
Untitled design (2)

“როგორც მოსალოდნელი იყო,  მომხდარი ტრაგიკული მოვლენა საქართველოში ისტერიის კიდევ ერთი მიზეზი და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.

გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო

უწყების განცხადების შესახებ მედიასაშუალება Sputnik.Abkhazia.ru წერს.

“აფხაზეთის ოთხმა მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა სცადა მდინარე ენგურის გასწვრივ, მაგრამ წყალს თავი ვერ გაართვა. მათი ცხედრები დინებამ  სოფელ შამგონის ტერიტორიაზე გამორიყა.

თბილისის რეაქციაზე, რომელიც გალის რაიონის ოთხი მკვიდრის დაღუპვამ გამოიწვია, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა.” – ვკითხულობთ მასალაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ე.წ საგარეო უწყება შეუფერებლად მიჩნევს ოფიციალური თბილისის ნებისმიერ მცდელობას, მოახდინოს ტრაგედიის პოლიტიზირება და ადამიანების ტრაგიკულად დაკარგვით სპეკულირება იაფი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების გამო.

“აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, უკანონოდ გადალახონ სახელმწიფო საზღვარი, რათა თავიდან აიცილონ ქართული მხარის მიერ დაწესებული სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინი, რომელიც აფხაზეთიდან საქართველოში შესვლის გამო უნდა გაიარონ.” – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ სამი ადამიანის ადამიანის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გალიდან მდინარის გადმოცურვას ცდილობდნენ. მოგვიანებით კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.

 

პოპულარულები