LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოს პრინცი კორონავირუსისგან განიკურნა

437
monakosprincinews

დღეს ცნობილი ხდება, რომ მონაკოს პრინცმა ალბერმა კორონავირუსი დაამარცხა. ის გახლდათ პირველი მონარქი, რომელსაც COVID19-ის ინფექცია დაუდასტურდა. პრინცი 19 მარტიდან იზოლაციაში იყო და მკურნალობას სასახლის დახურულ ნაწილში გადიოდა. დღეს პრინცმა საიზოლაციო სივრცე დატოვა და ოჯახს შეუერთდა.

ცნობილი ხდება, რომ კარანტინისას პრინცი ალბერი ინტერნეტით მუდმივად ეკონტაქტებოდა ოჯახის წევრებს. ის განსაკუთრებით ღელავდა კონტაქტში მყოფ პირებსა და მათ ჯანმრთელობაზე. ცნობილია ისიც, რომ ალბერს ინფექცია მწვავედ განუვითარდა. მას ხველა, ცხელება და მადის დაკარგვა აღენიშნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g