მონაკოს პრინცესა შარლენმა და მისმა მეუღლემ, პრინცმა ალბერტ მეორემ, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში პირველად წაიყვანეს თავიანთი 10 წლის შვილები, პრინცი ჟაკი და პრინცესა გაბრიელა სკოლაში. მონარქებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს სკოლის პირველი დღის ფოტოები.
47 წლის პრინცესამ მემკვიდრეები სკოლაში კლასიკური ლუქით გააცილა. შავი შარვლითა და თეთრი პერანგით, ხოლო მონაკოს 67 წლის პრინცი შარვალსა და ქურთუკში იყო გამოწყობილი. წყვილის შვილები სკოლის ფორმაში, მშობლების გვერდით პოზირებდნენ.
საინტერესოა, რომ 2011 წელს მოცურავე და ოლიმპიური თამაშების მონაწილე შარლენ უიტსტოკი მონაკოს პრინცზე, გრეის კელის ვაჟზე, ალბერზე დაქორწინდა. შარლენისგან ორი შვილის გარდა, პრინცს ყოფილი ბორტგამცილებლისგან, ნიკოლ კოსტისგან, ზრდასრული ვაჟი, ალექსანდრე გრიმალდი ჰყავს, რომელსაც ტახტზე უფლებები არ აქვს.
მონაკოს პრინცესა „ოსკარ დე ლა რენტას“ ვარდისფერ 4690 დოლარიან კაბაში
მონაკოს პრინცესა შარლენი „დოლჩე და გაბანას” ულამაზეს მაქმანებიან კაბაში „ვარდების მეჯლისზე”



