„ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე“ „ჯოკერის“ ახალი ნაწილის კინოპრემიერა შედგა, რომელშიც ხოაკინ ფენიქსს პარტნიორობას ლედი გაგა უწევს.
სიყვარულით ვენეციიდან – შეყვარებული ლედი გაგა საქმროსთან უბედნიერესია
ლედი გაგა გრანდიოზულ პრემიერაზე საქმროსთან, მაიკლ პოლანსკისთან ერთად მივიდა და მას გვერდიდან არ შორდებოდა.
შეყვარებული „მონსტრების დედა“ საზოგადოების წინაშე ექსტრავაგანტური „ლუქით“ გამოჩნდა. ეს გახლდათ პომპეზური შავი კაბა, რომელსაც 38 წლის ვარსკვლავმა ავანგარდული ნიღაბი შეუხამა. მის „ლუქს“ განსაკუთრებით თვალისმომჭრელს ხდიდა 8 კარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი.
ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს 2020 წლიდან ხვდება. სულ მალე კი მათი კავშირი ქორწილით დაგვირგვინდება.
ნიშნობა, მომავალი ალბომი, დუეტი ბრუნო მარსთან – ლედი გაგას პირადი და კარიერული სიახლეები