მონტენეგროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დღეს აფეთქება მოხდა. მონტენეგროს მთავრობის ინფორმაციით, თავდამსხმელმა საელჩოს ჯერ ხელყუმბარა ესროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. თავდამსხმელის გარდა არავინ დაღუპულა.
მომხდართან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოერიდონ აშშ-ს საელჩოს პოდგორიცაში.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით კი, არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ გადააგდო პირმა შუაღამისას ყუმბარა საელჩოს კედელს მიღმა. ამ დროს საელჩო დაკეტილი იყო.