LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეები, რომლებმაც ჯარიმები გადაიხადეს, დაჩაგრულები აღმოჩნდნენ: უდუმაშვილი

66
ზაალ უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუამაშვილი ეხმიანება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პირებს, რომლებსაც კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.

პარლამენტს დღეს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომელიც კოვიდრეგულაციების გამო დაჯარიმებული პირების გათავისუფლებას ითვალისწინებს

უდუმაშვილი ამბობს, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც კანონმორჩილები არიან და ჯარიმები გადაიხადეს, დაჩაგრულები აღმოჩნდნენ.

პოლიტიკოსის განცხადებით, თუ ამ კანონს მიიღებენ, მასში უნდა შეიყვანონ ის ადამიანებიც, რომლებმაც ჯარიმები უკვე გადაიხადეს:

“რას ვაკეთებთ? ყოველი არჩევნების წინ შეიძლება ეს ჯარიმები ჩამოიწეროს და მოქალაქეებს ვუბიძგებთ, რომ ჯარიმები არ გადაიხადონ, რადგან ქვეყანაში არჩევნები თითქმის ყოველ წელს არის და ყველა დაელოდება შემდეგ არჩევნებს, როცა ჩამოაწერენ მას. თუ ეს კანონი იქნება მიღებული, იქ უნდა იყვნენ შეყვანილი ის ადამიანები, ვინც ჯარიმები უკვე გადაიხადეს.” – თქვა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს დღეს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის მიხედვითაც, იმ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.

ინიციატივის მიხედვით, რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგანაც თავისუფლდებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები