LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეები ვერ იაზრებენ რა შეიძლება მოხდეს, თუ მაქსიმალურად არ დაემორჩილებიან საკარანტინო ზომებს

137
12პატიკო

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მოსახლეობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას შესაბამისად ვერ აფასებს. პაატა იმნაძის განმარტებით, უნდა მოხდეს დადგენილი წესების მაქსიმალური დაცვა. ამის შესახემ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისივე განმარტებით, დაწესებული ზომები საკმაოდ მკაცრია, თუმცა თვლის რომ ცალკეულ ქალაქებში მიღებულ გამკაცრებულ ზომებს, ჯობდა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით მიეღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება.

“ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს.  დღეს  მთელი საქართველო საკარანტინო ზონაა, მოქმედებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები. საკარანტინო ზონებში თუ იქნება დამატებითი ზომები მისაღები, ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურ დასახლებებს და ქალაქებს. ასე ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე ჯობია, თუ მისაღები და გასამკაცრებელი იქნება ზომები, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს. დაველოდებით სიტუაციის განვითარებას”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მგონი, მოსახლეობასაც მობეზრდა და მეც მრცხვენია ხოლმე ერთდაიგივე კითხვაზე პასუხი…მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას – იმნაძე

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის დაცვით ღონისძიებებს, იმნაძე აცხადებს, რომ დაცულია ყველა შესაბამისი სტანდარტი. მისი აზრით, ექიმის დაინფიცირების ფაქტი ექსტრაორდინალური შემთხვევა იყო.

„სამედიცინო პერსონალი თავს იცავს სტანდარტების მიხედვით. ეს არის წვეთოვანი იზოლაცია და კონტაქტური იზოლაცია. ეს გახლავთ სტანდარტული დაცვის წესები. რაც შეეხება ჩვენი კოლეგის დაინფიცირებას, ეს იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად არ შეეძლო ამ ადამიანს აგრესიული პაციენტისგან თავის დაცვა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები