LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს „ფეისბუკით“ ავეჯის და ტექნიკის გამოწერას ჰპირდებოდა და 149 259 ლარი მიითვისა – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

139
თაღლითობა

მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდის გამოყენებით  მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო  ავეჯის და  ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაჰპირდა, “თუმცა  ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა”.

პოლიციამ ბრალდებული 20 მარტს დააკავა.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაცმნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარუდგინეს,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g