LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, თუ დაგვთანხმდებიან: ამირან გამყრელიძე

787
Ამირ.გამყრელიძე

„მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, თუ დაგვთანხმდებიან“, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს „იუნისეფთან“ მუშაობა, რათა დაზუსტდეს, როდის იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა საქართველოში.

გამყრელიძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობისთვის მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.

„ჩვენ დღეს კიდევ ვიმუშავებთ „იუნისეფთან“, რომ დაგვიზუსტონ, როდის იქნება მოწოდებული „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა და ამის მიხედვით დავგეგმავთ აცრებს. მაგრამ ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ პირველ დოზაზე ვინც ჩაწერილი იყო, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ (თუ ისინი დათანხმდებიან და სურთ) „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა.

ხაზს ვუსვამ, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრას 10-დან 12 კვირის ფარგლებში ელოდებოდნენ, დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილი, ყველა აიცრება. „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 1 600 დოზა გვაქვს ჩვენს ქსელში. ხოლო ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი ვაქცინაციიდან ოთხიდან ათ კვირამდე შუალედში, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, ბოდიშს ვუხდით კიდევ ერთხელ. მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებს აცრის გაკეთებას: ამირან გამყრელიძე

magti 5g