LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, მოქალაქეობას ჩამოართმევენ – კანონი ლატვიის პარლამენტმა მიიღო

2990
latvia

ლატვიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, ლატვიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ამასთან, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს.

„რუსეთის ფედერაციამ გენოციდის აქტი ჩაიდინა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპენში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ეს აქტები მოიცავს მკვლელობებს, ადამიანების გატაცებას, დეპორტაციას, თავისუფლების შეზღუდვას, გაუპატიურებებს, ასევე ცხედრების შეურაცხყოფას“, – ნათქვამია ესტონეთისა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ დოკუმენტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g