LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორჩა, გადაწყდა: უკრაინაში რუსეთის მუნდიალი არ იქნება

61

 

 

უკრაინის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ტრანსლირება აკრძალა იმის მიუხედავად, რომ ტელეარხმა ”ინტერმა” უკვე შეიძინა ჩვენების უფლება.

ტელეარხმა მაყურებელს 30 მაისს აცნობა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს პირდაპირ ეთერსი გადასცემს, თუმცა უკრაინის უმაღლესმა რადამ ტურნირის ტრანსლაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინის პარლამენტმა სპეციალური დოკუმენტი გამოუშვა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გასამართი მსოფლიო პირველობიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსლირება აიკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის რადას სიტყვის თავისუფლებისა და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო.

ტურნირი 14 ივნისს, რუსეთის და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები