იტალიის სერია ა 3 აპრილამდე შეაჩერეს.
ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიების შეჩერების გადაწყვეტილება კორონავირუსის ეპიდემიის გამო მიიღეს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ აცნობა.
იტალიაში მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ პირველად შემოიღეს შეზღუდვა მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე.
La Repubblica-ს ინფორმაციით, 3 აპრილამდე აკრძალვის შემდეგ, სერია ა-ს ხელმძღვანელობა ტურნირის გაგრძელების სამ ვარიანტს განიხილავს.
პირველი – ჩემპიონატი ჩაამთავრონ ზაფხულში, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევრო 2020-ს გადაიტანენ.
მეორე – მატჩები ყოველ ორ-სამ დღეში ჩაატარონ და თასის თამაშები ზაფხულში გადაიტანონ.
მესამე – საერთოდ გააუქმონ გათამაშება. შედეგები დაითვლება 26-ე ტურის შემდეგ არსებული მდგომარეობით. ლიდერი “იუვენტუსი” ჩემპიონად არ გამოცხადდება, მაგრამ ევროთასებზე ადგილები არსებული მდგომარეობით განისაზღვრება. ასევე სერია ბ-ში არ გავარდება ორი უარესი გუნდი – სპალ და “ბრეშია”.