LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი კომაროველის დიდი წარმატება – ლიზა სორდია გერმანიის ნომერ პირველ კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხა

161
liza sordia

კომაროვის სკოლა კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, ლიზა სორდიას შესახებ წერს, რომელიც გერმანიაში ჯეიკობსის უნივერსიტეტში ჩაირიცხა:

„გაიცანით კომაროველი!

წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულს, ლიზა სორდიას!

ლიზა Jacobs University Bremen-ში (გერმანია) ჩაირიცხა და სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს!

ჯეიკობსის უნივერსიტეტი Times Higher Education (THE) World University Rankings-ის მიხედვით გერმანიაში კერძო უნივერსიტეტებს შორის 1-ელ ადგილს იკავებს.

ლიზა არის:

კომაროვის სკოლის 2022 წლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული.

„ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის” მონაწილე და გამარჯვებული. ლიზას გუნდმა „MEMORY EFFECT” საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიზი მიიღო და აშშ-ში მონაწილეობას მიიღებს სილიკონ ველზე STEM საზაფხულო ბანაკში.

„ლეონარდო და ვინჩის” გრანპრის მფლობელი. „ლეონარდო და ვინჩი” შოთა რუსთაველის ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსია. “MEMORY EFFECT”- ის გუნდის წევრები  აგვისტოში, ბრიტანეთში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი ინგლისურსა (2020) და რუსულში (2021).

Leagues of Code-ის ზაფხულის ბანაკის მონაწილე. ბანაკი Python-ის კურსებს მოიცავდა და Harbour.Space University-ის ორგანიზებით ჩატარდა.

კომაროვის სკოლაში ფრენბურთის კლუბის წევრი.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ლიზას!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g