რუსმა სამხედროებმა კიევში მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე ცოტა ხნის წინ დაწერა. მისივე ინფორმაციით დაშავებულია სამი ადამიანი.
„დაშავებულებს შორის 14 წლის გოგონაა. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – წერს კლიჩკო.
მანამდე კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევში რამდენიმე იერიში განხორციელდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა Facebook-ზე დაწერა, რომ რუსეთი დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტის გაშვებას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართულებით 120 რაკეტაა გაშვებული.
„ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის მიზნით“.. აღნიშნულია პოდოლიაკის „ტვიტში“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში