LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს, თუმცაღა, იქნება გარკვეული შეზღუდვები…“ – ცნობილია, დროის რა მონაკვეთში შეუძლია მრევლს პატრიარქის საფლავთან მისვლა

933
სიონის ტაძარი

სიონის საკათედრო ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება, რათა პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურის, გიორგი ვაშალომიძის განმარტებით, ტაძარი 20:00 საათამდე იქნება ღია. მოქალაქეებს სწორედ ამ პერიოდში ექნებათ საშუალება, მოილოცონ კათალიკოს-პატრიარქის განსასვენებელი.

სასულიერო პირის თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.

საფლავის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იქნება გარკვეული შეზღუდვებიც

„დღეს, დღის განმავლობაში ექნება მორწმუნე საზოგადოებას საშუალება იმისა, რომ მობრძანდეს და პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს, თუმცაღა, იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც დაკავშირებულია საფლავის მოწესრიგებასთან

მორწმუნე საზოგადოებას, მთელი დღის განმავლობაში ექნება საშუალება იმისა, რომ, სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს. ტაძარი, დაახლოებით 8 საათამდე იქნება ღია”, – განაცხადა მამა გიორგი ვაშალომიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში გუშინ, 22 მარტს დაკრძალეს.

მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა.

ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g